ხუთშაბათი, 2024-11-21, 9:54 AM
მოგესალმები, სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
ონლაინში:

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთვლელები:
მთავარი » ახალციხის შესახებ








ახალციხის უნივერსიტეტი

http://www.tsu-meskheti.edu.ge/axali/kor1.gif

1990 წლის 26 მაისს,საქართველოს მთავრობის დადგენილებით (№161), თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, გაიხსნა თსუ-ს ახალციხის ფილიალი. 1991 წელს ამავე ფილიალის ბაზაზე გაიხსნა ახალციხის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი. 2005 წლიდან ჩამოყალიბდა როგორც ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტი, ხოლო  2009 წ.  9 ოქტომბრის №183 დადგენილებით, როგორც ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. 
ამჟამად ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ... კითხვის გაგრძელება »

  • ნანახია 12902













ალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება ყოფილა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე, სადაც 1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ეს ადგილი დღეს ცნობილია ,,ამირანის –გორა”-ს სახელით, რომლის ,,წვეროზეც” არის ლომისის სალოცავის ნაშთები. ამ დასახლებულ პუნქტს ერქვა ლომისი – ლომსია, რომელიც მოიცავდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროს ამირანის გორიდან დღევანდელი რაბათის დასახლების ჩათვლით.
  • ნანახია 1959













რაბათის ციხე

ციხე-ქალაქი იმდროინდელ ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიებოდა, ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, - მას სავარაუდოდ სხვა სახელი - ლომსია ერქვა. „მატიანე ქართლისაის" ცნობით კი, ციხე-ქალაქი IX საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია.
ციხე-ქალაქს მდინარის ორივე ნაპირი უჭირავს. მარცხენა ნაპირი მთაგორიანია, აქ არის ქალაქის ძველი ნაწილი, ე. წ. რაბათი და დიდი ციხე-სიმაგრე, რომელშიაც წინათ ახალციხის მფლობელთა სასახლე იყო. მარჯვენა ნაპირი ვაკეა. აქ ქალაქის უბნები მხოლოდ XIX საუკუნეში გაშენდა, ამ ნაწილსაც ბორცვები აკრავს. ქალაქის ზოგი უბანი ამ ბორცვთა ფერდობზეა შეფენილი.


თისელი

... კითხვის გაგრძელება »

  • ნანახია 3030













ახალციხის რაიონის მთავარი მდინარეებია: მტკვარი (რაიონის ფარგლებში 40 კმ) ფოცხოვი და მისი შენაკადი ქვაბლიანი, ურაველი. პატარა მდინარეები- წინუბნისწყალი და ჭვინთაღელე. მდინარეები გაზაფხულზე წყალუხვია, შემოდგომიდან მათი დონე კლებულობს და ზამთარში მინიმუმამდე დადის. ხშირი წვიმების დროს იცის პერიოდული ნაკადულების ღვარცოფული მოვარდნა. მდინარეებს იყენებენ სარწყავად. ახალციხის რაიონი ღარიბია ტბებით. აღსანიშნავია სოფ. წყალთბილის გოგირდოვანი თერმული წყალი, აგრეთვე ურავლისა და წინუბნის მინერალური სამკურნალო წყლები.
  • ნანახია 2022













ფლორა

ახალციხის რაიონში სამი ძირითადი ზონაა: გარდამავალი ტყესტეპი, მთის ტყე და მდელო. ახალციხის რაიონის ცენტრალურ ნაწილში გაბატონებულია კლდის ქსეროფიტული ბუჩქები და ნახევარბუჩქნარები (ღვია, გლერძა, ზღარბა, შავგაჯა) აგრეთვე ქსეროფიტული მრავალწლიანი ბალახეულობა. დიდი ფართობი უჭირავს ველის წიწვოვან და ვაციწვერიან დაჯგუფებებს. სამხრეთ და ჩრდ. ნაწილში მთის ტაის ქვედა ზონა მუერან –რცხილნარს უჭირავს. მესხეთის ქედის ტაის ზედა ზონაში გავრცელებულია ნაძვნარ-სოჭნარი, ხოლო ერუშეთის ქედის ამავე ზონაში მთის ფიჭვნარი. ქედების თხემურ ზოლში სუბალპური და ალპური მდელოებია, რომლებიც, ერუშეთის ქედზე ველის ელემენტებსაც შეიცავს.

ფაუნა

ახალციხის რაიონში გვხვდება ირემი, ... კითხვის გაგრძელება »

  • ნანახია 1910













ახალციხის მუნიციპალიტეტი მდიდარია ნაყოფიერი და ნოყიერი ნიადაგებით. მორწყვის პირობებში უხვ მოსავალს იძლევა. ტერიტორიის დიდი ნაწილი ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. რაიონის დაბალ ნაწილში განვითარებულია მდელოს ყავისფერი და ალუვიური მდელოს კარბონატული ნიადაგები, მესხეთისა და ერუშეთის ქედების ტყიან კალთებზე – ტყის ყომრალი ნიადაგი, რომელსაც უფრო მაღლა მთის მდელოს კორდიანი ნიადაგი ცვლის. ჭალის ზედა ტერასებზე ალუვიური ნიადაგია.
  • ნანახია 1668













ახალციხის მუნიციპალიტეტში მოიპოვება სხვადასხვა სახის ბუნებრივი რესურსები, მათ შორის:

  1. დიატომიტის საბადო- კისატიბის ტერიტორიაზე.
  2. აქატის საბადო-შურდოს ტერიტორიაზე.
  3. მურა ქვანახშირი- ვალის ტერიტორიაზე.
  4. CO2-ახალციხის ტერიტორიაზე.
  5. თაბაშირის საბადო -აბათხევის ტერიტორიაზე.
  • ნანახია 2375













ახალციხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში და შედის სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მხარეში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვება ხარაგაულისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთიდან ბორჯომისა და ასპინძის , სამხრეთის საზღვარი ემთხვევა საქართველო – თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, ხოლო დასავლეთიდან ესაზღვრება ადიგენის რაიონი. ახალციხის მუნიციპალიტეტში თავს იყრის რეგიონის მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან სომხეთიდან და თურქეთიდან მომავალი გზები, ხოლო მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უკავშირდება გოდერძის უღელტეხილით. ამდენად ახალციხის სტრატეგიული მნიშვნელობა დიდია. მუნიციპალიტეტის დაშორება თბილისამდე – 207კმ, ბათუმამდე – 168კმ, სომხეთის საზღვრამდე ( ს.გ.პ. "ნინოწმინდა" ) – 89კმ და თურქეთის საზღვრამდე (ს.გ.პ. "ვალე") – 12კმ.

ახალციხის რაიონის ტერიტორიის დიდი ნაწილი აგებულია ოლიგოცენური ასაკის ქვიშაქვებითა და თიხე ... კითხვის გაგრძელება »
  • ნანახია 2424













ძველი სამცხის მთავარი ქალაქი და სამცხის ათაბაგთა რეზიდენცია, დღეს კი რაიონის ცენტრი ახალციხე - მდინარე ფოცხოვის ნაპირზე მდებარეობს, ბორჯომის სამხრეთ-დასავლეთით.
IX საუკუნეში იწყება ქალაქ ახალციხის ისტორია. თუმცა ეს ქალაქი იმდროინდელ ქართულ წყაროებში ამ სახელით არ მოიხსენიება, ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით - მას სავარაუდოდ სხვა სახელი - ლომისა ერქვა. „მატიანე ქართლისაის" ცნობით კი, ქალაქი IX საუკუნეში გვარამ მამფალს აუშენებია. ... კითხვის გაგრძელება »
  • ნანახია 1892





ვიდეო
შესვლა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
საიტის არსებობა
ძებნა