5:48 PM ფლორა და ფაუნა | |
ფლორაახალციხის რაიონში სამი ძირითადი ზონაა: გარდამავალი ტყესტეპი, მთის ტყე და მდელო. ახალციხის რაიონის ცენტრალურ ნაწილში გაბატონებულია კლდის ქსეროფიტული ბუჩქები და ნახევარბუჩქნარები (ღვია, გლერძა, ზღარბა, შავგაჯა) აგრეთვე ქსეროფიტული მრავალწლიანი ბალახეულობა. დიდი ფართობი უჭირავს ველის წიწვოვან და ვაციწვერიან დაჯგუფებებს. სამხრეთ და ჩრდ. ნაწილში მთის ტაის ქვედა ზონა მუერან –რცხილნარს უჭირავს. მესხეთის ქედის ტაის ზედა ზონაში გავრცელებულია ნაძვნარ-სოჭნარი, ხოლო ერუშეთის ქედის ამავე ზონაში მთის ფიჭვნარი. ქედების თხემურ ზოლში სუბალპური და ალპური მდელოებია, რომლებიც, ერუშეთის ქედზე ველის ელემენტებსაც შეიცავს. ფაუნაახალციხის რაიონში გვხვდება ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, წავი, ჭრელტყავა, ფოცხვერი, გარეული კატა, დათვი, გველი, მელა, მაჩვი, ავერნა, დედოფალა,კურდღელი, ტელეუტური ციყვი (აკლიმატიზირებულია), წყლის მემინდვრია, ტყის თაგვი. ფრინველებიდან ბევრია გარეული მტრედი, ქედანი, გვრიტი, ყვავი, კაჭკაჭი, შოშია, მწყერი. მაღალ მთებში ბინადრობს კავკ. როჭო, იშვიათია კაკაბი. ზოგან გვხვდება ჯოჯო. მრავალგანაა ხვლიკი, გველხოკერა, ანკარა, გომბეშო, ვასაკა, ტბის ბაყაყი. მდინარეებში არის კალმახი, წვერა, მურწა, ტობი, ხრამული და სხვა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |