ახალციხის რაიონის მთავარი მდინარეებია: მტკვარი (რაიონის ფარგლებში 40 კმ) ფოცხოვი და მისი შენაკადი ქვაბლიანი, ურაველი. პატარა მდინარეები- წინუბნისწყალი და ჭვინთაღელე. მდინარეები გაზაფხულზე წყალუხვია, შემოდგომიდან მათი დონე კლებულობს და ზამთარში მინიმუმამდე დადის. ხშირი წვიმების დროს იცის პერიოდული ნაკადულების ღვარცოფული მოვარდნა. მდინარეებს იყენებენ სარწყავად. ახალციხის რაიონი ღარიბია ტბებით. აღსანიშნავია სოფ. წყალთბილის გოგირდოვანი თერმული წყალი, აგრეთვე ურავლისა და წინუბნის მინერალური სამკურნალო წყლები.