პარასკევი, 2024-04-26, 10:49 PM
მოგესალმები, სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
ონლაინში:

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთვლელები:
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » უმაღლესი სასწავლებლები
6:22 PM
უმაღლესი სასწავლებლები

ახალციხის უნივერსიტეტი

http://www.tsu-meskheti.edu.ge/axali/kor1.gif

1990 წლის 26 მაისს,საქართველოს მთავრობის დადგენილებით (№161), თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, გაიხსნა თსუ-ს ახალციხის ფილიალი. 1991 წელს ამავე ფილიალის ბაზაზე გაიხსნა ახალციხის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი. 2005 წლიდან ჩამოყალიბდა როგორც ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტი, ხოლო  2009 წ.  9 ოქტომბრის №183 დადგენილებით, როგორც ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. 
ამჟამად ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 5 ფაკულტეტი (სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; ბიზნესისა და მართვის; იურიდიული; ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა; სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის ფაკულტეტი.) 35 სპეციალობით. სწავლობს 944 სტუდენტი, დასაქმებულია სრული პროფესორი - 13, ასოცირებული - 40, ასისტენტ-პროფესორი- 5. 
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი არის რეგიონში ერთადერთი აკრედიტებული და ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რომლის მიზანია მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადება. 
ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ("ESTC") - ის მიხედვით შემუშავდა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები და მოდულები. დაინერგა სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები.

საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოების თანადგომით ფუნქციონირებს ტექნიკურად აღჭურვილი უცხო ენათა კაბინეტები 

1. ინგლისური ენისა და ლიტერატურის კაბინეტი.
2. გერმანული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი.
3. ფრანგული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი.
4. თურქული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი.
5. სომხური ენისა და ლიტერატურის კაბინეტი.

1995 წელს გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი არაქართულ სკოლადამთავრებულთათვის. 2001 – 2002 წლებში ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი "არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების მომზადების ცენტრი სამცხე-ჯავახეთში". პროექტის მიზანი იყო ხელი შეეწყო არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების მომზადებისათვის – სწავლების თანამედროვე უნარ – ჩვევების დაუფლებით. შეიქმნა ქართული ენის სწავლების მეთოდიკის კურსი. 
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ასევე ხელშეკრულებით ფუნქციონირებს საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის ახალციხის ფილიალი ("ETAG"), რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრს. 
2004 წელს ამრიკის საელჩოს თანადგომით გაიხსნა ამერიკანისტიკის კაბინეტი ("American Study Centre"), რომელიც ემსახურება ინსტიტუტის სტუდენტებს მდიდარი ბიბლიოთეკითა და აპარატურით, ასევე სხვადასხვა პროგრამებით. ამერიკანისტიკის კაბინეტში ფუნქციონირებს სხვადასხვა კლუბები: "debate club", "move club", "music club".
უნივერსიტეტს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა და ოთხი კომპიუტერული ლაბორატორია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით. 
საუნივერსიტეტო საქმიანობის სრულყოფის მიზნით ახალციხის ინსტიტუტის შესაბამისი განყოფილებები ურთიერთობებს ამყარებენ საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან, სასწავლო ცენტრებთან საგანმანათლებლო, კულტურისა და სხვა სახის ორგანიზაცია დაწესებულებებთან.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სპორტული სექციები (ჭიდაობის, კალათბურთის ფრენბურთის, ფეხბურთის, ჭადრაკის, მკლავჭიდის), ქალთა ვოკალური ანსამბლი, ხალხური ცეკვის ანსამბლი - "ახალციხე" და ხმის ჩამწერი სტუდია.

მის
:  ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #106

ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი

დააჭირეთ სურათის გასახსნელად!

ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრი 2007 წელს შეიქმნა ახალციხის    პროფესიული ლიცეუმისა და ვალეს პროფესიული სასწავლებლის        გაერთიანების შედეგად. ამჟამად ცენტრს გააჩნია 3 სახელოსნო: ავეჯის მხატვრული დამუშავების, ელექტრო-აირშემდუღებლისა და ავტომობილის შემკეთებელ-ზეინკლის. სასწავლებელში ასევე ფუნქციონირებენ შემდეგი ლაბორატორიები: ელექტრო-მემონტაჟის; ფერმერის; მომპირკეთებელი მეფილის; სანტექნიკოსის; ავტომობილის შემკეთებლის; ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო მანქანების; სამკურნალო მცენარეების მოყვანისა და გადამუშავების ოსტატის; მეხალიჩის; მეფუტკრეობისა და კომპიუტერული სწავლების. პროფესიულ ცენტრს გააჩნია  14-ადგილიანი სასტუმრო და საკლასო კაბინეტები.
ცენტრში ამჟამად ფუნქციონირებს 16 ჯგუფი, აქედან საბიუჯეტო სექტორზე 256 სტუდენტი, ხოლო არასაბიუჯეტო სექტორზე 52 სტუდენტი სწავლობს.

კატეგორია: ახალციხის შესახებ | ნანახია: 12663 | დაამატა: chago06 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ვიდეო
შესვლა
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის არსებობა
ძებნა