ფლორა და ფაუნა - 24 აგვისტოში 2011 - axalcixe
ორშაბათი, 2016-12-05, 3:21 AM
მოგესალმები, სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
ონლაინში:

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთვლელები:
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ფლორა და ფაუნა
5:48 PM
ფლორა და ფაუნა

ფლორა

ახალციხის რაიონში სამი ძირითადი ზონაა: გარდამავალი ტყესტეპი, მთის ტყე და მდელო. ახალციხის რაიონის ცენტრალურ ნაწილში გაბატონებულია კლდის ქსეროფიტული ბუჩქები და ნახევარბუჩქნარები (ღვია, გლერძა, ზღარბა, შავგაჯა) აგრეთვე ქსეროფიტული მრავალწლიანი ბალახეულობა. დიდი ფართობი უჭირავს ველის წიწვოვან და ვაციწვერიან დაჯგუფებებს. სამხრეთ და ჩრდ. ნაწილში მთის ტაის ქვედა ზონა მუერან –რცხილნარს უჭირავს. მესხეთის ქედის ტაის ზედა ზონაში გავრცელებულია ნაძვნარ-სოჭნარი, ხოლო ერუშეთის ქედის ამავე ზონაში მთის ფიჭვნარი. ქედების თხემურ ზოლში სუბალპური და ალპური მდელოებია, რომლებიც, ერუშეთის ქედზე ველის ელემენტებსაც შეიცავს.

ფაუნა

ახალციხის რაიონში გვხვდება ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, წავი, ჭრელტყავა, ფოცხვერი, გარეული კატა, დათვი, გველი, მელა, მაჩვი, ავერნა, დედოფალა,კურდღელი, ტელეუტური ციყვი (აკლიმატიზირებულია), წყლის მემინდვრია, ტყის თაგვი. ფრინველებიდან ბევრია გარეული მტრედი, ქედანი, გვრიტი, ყვავი, კაჭკაჭი, შოშია, მწყერი. მაღალ მთებში ბინადრობს კავკ. როჭო, იშვიათია კაკაბი. ზოგან გვხვდება ჯოჯო. მრავალგანაა ხვლიკი, გველხოკერა, ანკარა, გომბეშო, ვასაკა, ტბის ბაყაყი. მდინარეებში არის კალმახი, წვერა, მურწა, ტობი, ხრამული და სხვა.

კატეგორია: ახალციხის შესახებ | ნანახია: 477 | დაამატა: chago06 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ვიდეო
შესვლა
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის არსებობა
ძებნა