გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი - 24 აგვისტოში 2011 - axalcixe
ორშაბათი, 2016-12-05, 3:22 AM
მოგესალმები, სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
ონლაინში:

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთვლელები:
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
5:44 PM
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
ახალციხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში და შედის სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მხარეში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვება ხარაგაულისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთიდან ბორჯომისა და ასპინძის , სამხრეთის საზღვარი ემთხვევა საქართველო – თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, ხოლო დასავლეთიდან ესაზღვრება ადიგენის რაიონი. ახალციხის მუნიციპალიტეტში თავს იყრის რეგიონის მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან სომხეთიდან და თურქეთიდან მომავალი გზები, ხოლო მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უკავშირდება გოდერძის უღელტეხილით. ამდენად ახალციხის სტრატეგიული მნიშვნელობა დიდია. მუნიციპალიტეტის დაშორება თბილისამდე – 207კმ, ბათუმამდე – 168კმ, სომხეთის საზღვრამდე ( ს.გ.პ. "ნინოწმინდა" ) – 89კმ და თურქეთის საზღვრამდე (ს.გ.პ. "ვალე") – 12კმ.

ახალციხის რაიონის ტერიტორიის დიდი ნაწილი აგებულია ოლიგოცენური ასაკის ქვიშაქვებითა და თიხებით. ერუშეთის ქედის აგებულებაში მონაწილეობს ეოცენური ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ანდეზიტები. მესამეული ვულკანოგენური წყებებითაა (ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ტუფ-ქვიშაქვები, ქვიშაქვები) აგებული მესხეთის ქედის ის მონაკვეთი, რომელიც ახალციხის რაიონში შემოდის. რელიეფი რთულია: გვხვდება მოვაკებული ტერასები, მერიდიანული ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომელთა სიმაღლეც 950 მ-იდან 2964 მ-ს შორის მერყეობს (მთა გუმბათი). ახალციხის რაიონის ჩრდ. ნაწილში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ეროზიული მთა – ხეობათა რელიეფია. საშუალოდ მთიანი სუსტად დანაწევრებული რელიეფია სამხრეთ და ერუშეთის სამხრეთ ნაწილში. 

ახალციხის რაიონის უმეტეს ნაწილში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზამთარი – ცივი, მცირეთოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი და თბილი. ახალციხის ქვაბულის ძირზე იანვრის საშ. ტემპ-რა 3,8 c, ხოლო აგვისტოსი 20,5 c. უფრო მაღალ ზონაში, მესხეთის ქედზე ზღვის ნოტიოდან, ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავა გვხვდება. ერუშეთის ქედის თხემურ ზოლში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზაფხული – მოკლე, ზამთარი – ცივი, ნალექები დაბალ ზონაში არ აღემატება 520 მმ წელიწადში, მოსაზღვრე ქედების კალთებზე კი 1200 მმ არ აღწევს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისში (64 მმ) და ივნისში (86 მმ), მინიმუმი ზამთრის თვეებში ( იანვარი 20 მმ, თებერვალი 25 მმ). მზის ნათების ხანგრძლივობა, ზომიერი ტენიანობა, მთის და ბარის შეზავებული სუფთა ჰაერი აქაურ ჰავას საკურორტო თვისებებს ანიჭებს.
კატეგორია: ახალციხის შესახებ | ნანახია: 500 | დაამატა: chago06 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ვიდეო
შესვლა
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის არსებობა
ძებნა